უეფას ევროპის სუპერთასს რუსეთის ქალაქ ყაზანის ნაცვლად, საბერძნეთის დედაქალაქი ათენი უმასპინძლებს.
ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ეს გადაწყვეტილება აღმასკომის სხდომაზე მიიღო.
ყაზანი უეფას სუპერთასის მატჩის მასპინძლად 2020 წლის 2 მარტს დაასახელეს, მაგრამ შარშან თებერვალში რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ფიფას და უეფას ეგიდით გამართულ ყველა საფეხბურთო ტურნირს ჩამოაშორეს.
უეფას ევროპის სუპერთასის შეხევდრა ათენში 16 აგვისტოს გაიმართება.





