„ტოტენჰემმა“ ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი არნო დანჯუმა დაიმატა.
25 წლის ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის „ვილიარეალთან“ მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, ლონდონურ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება. იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ ინგლისელებს დანჯუმას კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ექნებათ.
ნიდერლანდელი „ვილიარეალში“ 2021 წელს „ბორნმუთიდან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 51 მატჩში 22 გოლი გაიტანა.
