„ნაპოლიმ“, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის, ბერგამოს „ატალანტადან“ იჯარით მეკარე პიერლუჯი გოლინი აიყვანა.
27 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა ნახევარი წლით გააფორმა ხელეკრულება, რომლის ამოწურვის შემდეგ ნეაპოლელებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ.
მიმდინარე სეზონში გოლინიმ „ატალანტას“ მაისურით ყველა ტურნირში 9 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაუშვა, ხოლო 4-ჯერ კარი „მშრალად“ შეინახა.
იტალიის სერია A-ში ჩატარებული 19 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ 50 ქულით ლიდერია და მეორე ადგილზე მყოფმ მოქმედ ჩემპიონ „მილანს“ 12 ქულით ასწრებს.
