ხვიჩა კვარაცხელია ინგლიური გამოცემა The Guardian-ის მიერ დასახელებული 2022 წლის საუკეთესო 100 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში მოხვდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების და „ნაპოლის“ გარემარბი ჩამონათვალში მე-40 პოზიციაზეა.
კვარაცხელია „ნაპოლიში“ გასული წლის ზაფხულში გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 20 მატჩში 10 გოლი გაიტანა, პლუს 12 საგოლე პასი გააკეთა და 3 პენალტი „გამოიმუშავა“.
კვარაცხელია პირველი ქართველია, რომელიც უახლოეს წარსულში The Guardian-ის სიაში ფიგურერებს.
ნახსენებმა გამოცემამ ჯერჯერობთ ფეხბურთელების ვინაობა, მე-11 პოზიციიდან მე-100 ჩათვლით დაასახელა, ხოლო ასივეა სახელსა და გვარს ხვალ გამოაქვეყნებს.
