გულიაშვილის დუბლი „სარაევოში“

0
11

გიორგი გულიაშვილმა ბოსნიის „სარაევოში“ პირველი დუბლი მიითვალა. „სარაევომ“ მოსამზადებელ პერიოდში ამხანაგური შეხვედრა რანგით მეორე ლიგის „ფამოსთან“ ჩაატარა და 5:1 დაამარცხა.
საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრების ფორვარდმა ახალ გუნდში თავისი მეორე მატჩი გაამრთა და მეტოქის კარი 2-ჯერ აიღო.
მან პირველი გოლი 82-ე წუთზე გაიტანა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და საჯარიმოს გარედან ბურთი შორეულ „ცხრიანში“ ზუსტად გაგზავნა.
88-ე წუთზე გულიაშვილმა პარტნიორისგან პასი „ფამოსის“ საჯარიმოში მიიღო, ერთ მცველს გაცდა და ზუსტად დაარტყა.
თბილისის „საბურთალოს“ ექსფორვარდი „სარაევოში“ მიმდინარე თვეში გაავიდა და კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის 31 მაისამდე გააფორმა.