გუგეშაშვილმა სეზონი მოგებით განაახლა

0
14

აგდამის „ყარაბაღმა“, რომელშიც მეკარე ლუკა გუგეშაშვილი გამოდის, აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში სეზონი გამარჯვებით განაახლა.
მე-19 ტურში აგდამელები სტუმრად „თურანს“ შეხვდნენ და 3:2 გაიმარჯვეს. გუგეშაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. მის მსგავსად მასპინძლების რიგებში 2 ტაიმი ქართველმა მცველმა ფირუზ მაგრაქველიძემ გაატარა.
„ყარაბაღმა“ პირველი ტაიმი 2:1 მოიგო, ხოლო „თურანმა“ ანგარიში 85-ე წუთზე გაათანაბრა. თუმცა, აგდამელებმა გამარჯვების გოლი 89-ე წუთზე გაიტანეს და 53 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა.