კვარაცხელია გამოჯანმრთელდა და ივარჯიშა

0
37

ხვიჩა კვარაცხელია გამოჯანმრთელდა და „ნაპოლიში“ წვრთნა განაახლა, იუწყება იტალიური კლუბის პრესსამსახური.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა გუნდთან ერთად სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშა, ხოლო შემდეგ ინდივიდუალური პროგრამით დაიტვირთა.
კვარაცხელია გაციებული იყო და ამიტომ, ორი მატჩი გამოტოვა – იტალიის თასის 1/8-ფინალში შინ „კრემონეზესთან“ (2:2, 4:5) და სერია A-ში გასვლაზე „სალერნიტანასთან“ (2:0).
21 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 20 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა, 12 საგოლე პასი გააკეთა და 3 პენალტი „გამოიმუშავა“.
“ნაპოლი” 50 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს. გუშინ, მეორე ადგილზე მყოფი “მილანი” გასვლაზე “ლაციოსთან” 0:4 დამარცხდა და ნეპოლელებს 12 ქულით ჩამორჩება.