ბათუმის “დინამოში” სენეგალის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი მუსა კონატე ითამაშებს. 29 წლის ფორვარდმა ბათუმელებთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
კონატემ გასული სეზონი თურქეთის “სივასფორში” გაატარა, სადაც 12-ჯერ ითამაშა, მაგრამ გოლი არ გაუტანია.
ის სენეგალის ეროვნულ ნაკრებში 2012 წლიდან გამოდის და 34 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 12-ჯერ აიღო.
კონატეს სენეგალელთა შემადგენლობაში ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე და რუსეთში 2018 წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე უთამაშია.





