ბათუმელებმა „მარიბორიდან“ ნახევარმცველი ინათხოვრეს

0
21

ბათუმის „დინამომ“ სლოვენიის „მარიბორიდან“ ნახევარმცველი ვლადან ვიდაკოვიჩი დაიმატა.
ბათუმელებმა 23 წლის სერბი ფეხბურთელი ერთწლიანი იჯარით აიყვანეს, რომლის ამოწურვის შემდეგ კლუბს „მარიბორიდან“ მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.
ვიდაკოვიჩმა მიმდინარე სეზონში „მარიბორში“ 8 მატჩი ჩაატარა. მანამდე, ის 4 სეზონის განმავლობაში სერბეთის სუბოტიცას „სპარტაკში“ გამოდიოდა.