17-წლამდელების 2 სპარინგი მაკედონიასთან

0
20

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, 28 თებერვალს რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე ჩრდ. მაკედონიის ასაკობრივ გუნდს დაუპირისპირდება. ამ გუნდებს შორის განმეორებით ამხანაგურ მატჩს, 2 მარტს ისევ რუსთავი უმასპინძლებს.
გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილმა გუნდმა, ბოლო მატჩები გასული წლის ოქტომბერში, თბილისში, მონტენეგროს წინააღმდეგ გამართა და ორივე შეხვედრაში მეტოქე დაამარცხა (3:0, 1:0).
აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი, კვიპროსში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის, შემოდგომაზე, საკვალიფიკაციო რაუნდში – დანიას, ავსტრიას და ლიეტუვას შეხვდება. მატჩებს 11-დან 17 ოქტომბრის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს.