ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებს ისევ რონალდ კუმანი გაწვრთნის, რომელმაც ლუის ვან გაალი შეცვალა.
ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, 59 წლის სპეციალისტმა კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
კუმანი ეროვნულ გუნდს ერთხელ უკვე წვრთნიდა – 2018-2020 წლებში და ევრო 2020-ის საგზური მოაპოვებინა. თუმცა, ნაკრები დატოვა და სათავეში „ბარსელონას“ ჩაუდგა. ის კატალონიური კლუბიდან 2021 წლის ოქტომბერში დაითხოვეს.
