პოლონეთის ეროვნულ გუნდს ფერნანდუ სანტუში გაწვრთნის. მან ჩესლავ მიხნევიჩი შეცვალა.
პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციამ პორტუგალიელი სპეციალისტი ოფიციალურად წარადგინა. მას მიზნად ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა დაუსახეს.
68 წლის სანტუში ნაკრებს 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა და ევრო-2016-ის მოგების გარდა, 2019 წელს ერთა ლიგაშიც გაიმარჯვა.
მისი თაოსნობით პორტუგალიელბმა 109 მატჩი ჩაატარეს – 67 მოიგეს, 23 ფრედ დაასრულეს და 19-ჯერ დამარცხდნენ. ის თანამდებობიდან კატარში ჩატარებული მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაითხოვეს.
გარდა ამისა, ის სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში პორტუგალიის „პორტუს“, „სპორტინგს“, „ბენფიკას“ და საბერძნეთის ერივნულ ნაკრებს ავარჯიშებდა.
