ლუკა სილაგაძე კარიერას „საბურთალოში“ გააგრძელებს. 23 წლის ნახევარრმცველმა კონტრაქტი გააფორმა და გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე მოემზადება.
სილაგაძემ კარიერა თბილისის „ლოკომოტივში“ დაიწყო, შემდეგ გამოდიოდა „რუსთავში”, ხოლო 2020 წლიდან ლატვიურ „ვალმიერაში“ ჩაირიცხა.
საბურთალო“ თბილისურ შეკრებაზე ბოლო საკონტროლო მატჩში „სპაერს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. გოლები შეიკნე სილამ (15) და ოთო მამაგეიშვილმა (88) გაიტანეს.„საბურთალო“: მეგრელიშვილი, ჩადუნელი, გელაშვილი, ჯგერენაია, ს. გულიაშვილი, პარუნაშვილი, ქარდავა, სილაგაძე, გ. მამაგეიშვილი, სილა, ლ. ნონიკაშვილი.
შეცვლაზე შევიდნენ: ნეჩაევი, ამბროსიძე, ასკურავა, დადიანი, ო. მამაგეიშვილი.
“საბურთალო” ერთი დღე დაისვენებს და 25 თებერვალს თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც სამი კვირა გაჩერდება და 5 ამხანაგურ მატჩს გამართავს.




