„კრემონეზემ“ წელს პირველი ქულა აიღო – ლოჩოშვილს ისევ არ უთამაშია

0
29

„კრემონეზემ“, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის, მიმდინარე წელს პირველი ქულა აიღო. თუმცა, ეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის გარეშე მოახერხა, რომელიც ტრავმის გამო 9 იანვრის შემდეგ განაცხადში ვერ ხვდება.
კრემონელები „ბოლონიას“ ეწვივნენ და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ნახევრის დაწყებიდან 5 წუთის გასვლის შემდეგ, ოკერეკემ პენალტი ზუსტად დაარტყა და სტუმრები დააწინაურა.
54-ე წუთზე რუმინელმა მცველმა კირიკეშმა ბურთი თავის კარში გაიტანა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
„კრემონეზემ“ ახალი მთავარი მწვრთნელის დავიდე ბალარდინის ხელში პირველი ქულა აიღო და 8 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოა.
ლოჩოშვილმა, რომელიც იტალიის სერია A-ში სადებიუტო სეზონს ატარებს 14 შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა.