ბათუმის „დინამო“ კოსოვოელებთან დამარცხდა

0
15

ბათუმის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი კოსოვოს „მალიშევასთან“ ჩაატარა და ისევ დამარცხდა. ბალკანელებმა გია გეგუჩაძის გუნდს 1:0 სძლიეს.
ბათუმელების სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო:
ჩიჩკანი, კობახიძე, რეხვიაშვილი, ბაგრატიონი, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, ფალავანდიშვილი, ბიძინაშვილი, ღუდუშაური, ჯოვინო, ვაწაძე.
შეგახსენებთ, რომ „დინამომ“ პირველი სპარინგი პოლონეთის ექსტრაკლასას გუნდ ლოძის „ვიძევთან“ 2:4 წააგო.