„ვალენსიამ“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს ესპანეთის ლა ლიგის მე-18 ტურში შინ „ალმერიასთან“ მატჩში ქულები დაკარგა. მოიუხედავად იმისა, რომ ჯენარო გატუზოს გაწვრთნილი გუნდი ორჯე იგებდა, შეხვედრა საბოლოოდ ფრედ დასრულდა – 2:2.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ შეუცვლელად ითამაშა და არცერთი გაშვებული გოლი მისი ბრალი არ იყო. 44-ე წუთზე “ალმერიას” წინ გასვლა შეეძლოა, მაგრამ რამაზანის მიერ შესრულებული პენალტის შემდეგ ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. მასპინძლები 48-ე წუთზე ჯასტინ კლუვერტმა დააწინაურა, როდესაც ანდრე ალმეიდას გადაცემის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ნახტომში თავით გაიტანა.
54-ე წუთზე ალმერიამ კუთხური ჩააწოდა და მასპინძლების მცველებს უყურადღებოდ ჩუმი დარჩა, რომლის თავური ახლო მანძილიდან ზუსტი აღმოჩნდა. 65-ე წუთზე კლუვერტი მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და მისი დარტყმული ბურთი ალმერიელთა მეკარემ მოიგერია, ხოლო გუნდის კაპიტანმა ხოსე გაიამ ახლო მანძილიდან „ვალენსია“ ისევ დააწინაურა.
74-ე წუთზე ვალენსიელთა ახალწვეული მცველი ოზკაჩარი თავისი ნახევრიდან ბურთის ამოტანის დროს უხეშად შეცდა და „ალმერიას“ კონტრშეტევა გოლით პორტილიომ დასრულა.
„ვალენსიას“ ჩემპიონატში ზედიზედ 3 მატჩი (1 ფრე და 2 წაგება) არ მოუგია – 20 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა.





