მაკარიძის წარმატებული დებიუტი „მარიტიმუში“

0
18

გიორგი მაკარიძის დებიუტი „მარიტიმუში“ წარმატებული აღმოჩნდა. პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-17 ტურში „მარიტიმუმ“ „ეშტორილი“ მიიღო და 1:0 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ ახალ გუნდში თავისი პირველი მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. მასპინძლებიდან გამარჯვებული გოლი მე-3 წუთზე ცენტრალურმა მცველმა რენე ფერეირამ გაიტანა, რომლიც თავის დროზე „ზესტაფონში“ და თბილისის „დინამოში“ თამაშობდა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა თამაში 10 კაცით დაასრულეს, რადგან მე-60 წუთზე მეორე ყვითელი ბარათის მიღების გამო ჟოაო აფონსო გააძევეს.
შეგახსენებთ, რომ მაკარიძემ ზამთარში ესპანეთის ლა ლიგა 2-ის „პონფერანდინასთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და პორტუგალიაში დაბრუნდა, რათა მეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს.
„მარიტიმუს“ 13 ქულა აქვს და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა.