“დილამ” მეორე სპარინგიც მოიგო

0
17

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გასული სეზონის მესამეადგილოსანმა გორის “დილამ” ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში მეორე ამხანაგური მატჩი თბილისის “ვიტ ჯორჯიასთან” ჩაატარა დ 2:1 გაიმარჯვა.
ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი გუნდიდან კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარის კარი ნიკა გაგნიძემ და გიორგი ცეცხლაძემ აიღეს.
“დილას” სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო:
ბულისკერია, ჩიტეიშვილი, თევზაძე, ვერმეევი, სილვა, გაგნიძე, ალეფ სანტოსი, ჟან ვიქტორი, გეილი, გომისი, ცეცხლაძე.
მეორე ტაიმი: ჩიკაშუა, ქვაჩახია, ვერემეევი (ოქროპირიძე), ჟან ვიქტორი, გაფრინდაშვილი, ეტოუ, საღრიშვილი, ჯანჯღავა, მახარობლიძე, ფარულავა, ბალახაშვილი (დალაქიშვილი).
“დილა” მზადების მეორე ეტაპზე თურქეთში გაივლის, სადაც 3 თებერვალს გაემგზავრება.