კახა შენგელიას ქალთა კალათბურთი ჩააბარეს

0
49

ვეტერანი კალათბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, კახა შენგელია, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ქალთა კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა.
გარდა ამისა, კიდევ ერთი ვეტერანი კალათბურთელი გიორგი მარხვაშვილი ვიქტორ სანიკიძის მრჩეველი გახდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსმოთამაშე 2021 წლიდან კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრია.