ანტილევსკიმ და “დინამომ” კონტრაქტი შეწყვიტეს

0
12
დმიტრი ანტილევსკიმ თბილისის “დინამო” დატოვა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს.
​ბელარუსი ფორვარდი თბილისურ კლუბში 2022 წელს ჩაირიცხა და 29 მატჩი გამართა. ამ პერიოდის განმავლობაში ანტილევსკიმ ხუთი გოლი გაიტანა, სამი საგოლე გადაცემა შეასრულა და გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.