ქობულეთის “შუქურას” მფლობელმა აიეტ კუკავამ კლუბში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
“უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ფეხბურთელებისა და ადმინისტრაციის ხელფასი იყო ყველაზე მაღალი, არა მხოლოდ ლიგა-2 ში, არამედ ელიგის გუნდების ერთი ნაწილის ანაზღაურებასაც კი საგრძნობლად აღემატებოდა.
ჩვენ ერთადერთი გუნდი ვიყავით, რომელმაც პრემიები გასცა წინასწარ, არადა, გუნდის დირექტორს, რომელსაც 6-ჯერ გავუზარდეთ ხელფასი, მიზანმიმართულად შეცდომაში შევყავდით, რომ პრემიები ანაზღაურდებოდა სახელმწიფოს მიერ და ასევე სტიმულირების ფონდიდან თანხების მიღებაზეც არასწორ წარმოდგენას გვიქმნიდა.
შესაბამისად, 200 000-ზე მეტი წინასწარ გაცემული პრემია იყო ზუსტად ის თანხა, რომელიც კლუბის ბიუჯეტს დააკლდა, ვინაიდან აგვისტოში არ ჩარიცხულა პრემირება, რომელიც, როგორც შემდგომ გავარკვიეთ, რეალურად არც იყო სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული. შედეგად, წარმოიშვა დღევანდელი დავალიანება.
ამის მიუხედავად, ჩვენი ძირითადი გამოწვევაა ამ ფეხბურთელების ნაწილთან მნიშვნელოვანი წილი დავალიანებების გადახდა უახლოეს პერიოდში. სამშაბათიდან დავიწყებთ ამ ფეხბურთელებთან შეხვედრას როგორც თანამშრომლობის გაგრძელების, ასევე დავალიანებების დაფარვის გრაფიკზე შესათანხმებლად“ – განაცხადა კუკავამ.





