“დინამოს” ყველა მეტოქე მეორე შეკრებაზე ცნობილია

0
20
თბილისის “დინამო” მეორე შეკრებას ასევე ანთალიაშია გაივლის. აღნიშნულ პერიოდში ჩვენი გუნდი ექვს ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი გუნდი პირველ შეკრებას 22 იანვარს დაასრულებს, სამდღიანი დასვენების შემდეგ კი, საწვრთნელი პროცესი 25 იანვარს განაახლებს.
დინამოელები მეორე შეკრებაზე 6 ამხანაგურ თამაშს ჩაატარებენ.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მეტოქე 28 იანვარს ბულგარეთის ჩემპიონი “ლუდოგორეცი” იქნება, 1 თებერვალს ლიეტუვას ვილნიუსის “ჟალგირისი”, ხოლო 2 თებრვალს ყაზახეთის პრემიერლიგის მესამეადგილოსანი “ტობოლი”, 5 თებერვალს – მაკედონიის ჩემპიონი”შკუპი”,  8 თებერვალს – დონეცკის “შახტარ”, ხოლო 9 თებერვალს ლატვიის უმაღლესი ლიგის მეორეადგილოსანი “რიგას”.