აბუბაქარი რონალდუს გამო „ბეშიქთაშში“ დაბრუნდა

0
23

ვენსან აბუბაქარი სტამბოლის „ბეშიქთაშში“ დაბრუნდა. 31 წლის თავდამსხმელი თურქულ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
მანამდე, აბუბაქარმა საუდის არაბეთის „ალ-ნასრთან“ კონტრაქტი გაწყვიტა, რათა კლუბს პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი განაცხადში შეეყვანა.
კამერუნის ნაკრების თავდამსხმელი „ბეშიქთაშში: 2016-2017 და 2020-2021 წლებში გამოდიოდა. მან 67 მატჩში 35 გოლი გაიტანა.