ლონდონის „არსენალმა“ იტალიის „სპეციადან“ მცველი იაკუბ კივიორი შეიძინა. 22 წლის ფეხბურთელმა ინგლისის პრემიერ ლიგის ლიდერთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
პოლონეთის ეროვნული ნაკრების მცველის სანაცვლოდ „სპეცია“ 25 მილიონ ევროს მიიღებს. კივიორი „სპეციაში“ 2021 წლის აგვისტოში სლოვაკეთის „ჟილინადან“ გადავიდა. მან იტალიის ჩემპიონატში 39 მატჩი ჩაატარა.
მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატში ახალგაზრდა მცველმა პოლონეთის ეროვნულ გუნდში 4 შეხვედრა გამართა.





