„ნაპოლიმ“ კვარაცხელიას გარეშე „სალერნიტანას“ სძლია

0
40

„ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე იტალიის სერია A-ს მე-19 ტურში სტუმრად „სალერნიტანას“ 2:0 სძლია. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი გაციებულია და ამიტომ, გუნდს სალერნოში არ გაჰყოლია.
ნეაპოლელებიდან პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე ანგარიში დი ლორენცომ გახსნა, ხოლო 48-ე წუთზე მასპინძლების კარი ოსიმენმა აიღო. „ნაპოლი“ 50 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია და 12 ქულით მე-2 ადგილზე მყოფ „მილანს“ ასწრებს, ხოლო 13-ით მესამეადგილოსან „ინტერსს“. თუმცა, მილანურმა გუნდებმა ნეაპოლელებზე მატჩით ნაკლები ჩაატარეს.