“სამგურალს” განელი ლეგიონერი შეუერთდა

0
28

წყალტუბოს “სამგურალში” განელი ნახევარმცველი ჯუდ არტური ითამაშებს. 23 წლის ფეხბურთელი წყალტუბოელებს თურქულ შეკრებაზე შეუერთდა.
არტურმა კარიერა სამშობლოში “ლიბერთიში” დაიწყო. ის 2019 წელს ფინეთის უმაღლესი დივიზიონის სიკ-ში გადავიდა, სადაც გასული სეზონის პირველ ნახევარში 8 მატჩი ჩაატარა. განელმა შუახაზელმა სეზონის მეორე ნახევარი “ჰაკაში” გაატარა, სადაც 11 მატჩში 2 გოლი გაიტანა.