„ტორპედოს“ კიდევ ერთი ახალწვეული

0
28

ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ქუთაისის „ტორპედოს“ მორიგი ახალწვეული გიორგი ქობულაძეა.
25 წლის ფეხბურთელი კახა ჩხეტიანის გაწვრთნილ გუნდს თურქულ შეკრებაზე შეუერთდა.
ქობულაძემ კარიერა თბილისის „სასკოში“ დაიწყო და შემდეგ 4 სეზონი უკრაინის „ინგულეცში“ ირიცხებოდა. ის 2019 წელს „გაგრაში“ გადავიდა, სადაც გასულ სეზონამდე გამოდიოდა.