გედეში „ბენფიკაში“ დაბრუნდა

0
15

გონსალუ გედეში კარიერას ლისაბონის „ბენფიკაში“ გააგრძელებს, რის შესახებ პორტუგალიური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
26 წლის გარემარბი გასული წლის ზაფხულში პსჟ-დან „ვულვერჰემპტონში“ გადავიდა და 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან მიმდინარე სეზონში ინგლისური კლუბის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 18 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
გედეში „ბენფიკას“ აღზრდილია, რომლის სისტემაში 2005-დან 2017 წლამდე დაჰყო. შემდეგ, ის პსჟ-მ 30 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ პორტუგალიელმა ფრანგულ კლუბში ფეხი ვერ მოიკიდ. ამის გამო, „ვალენსიაში“ გაანათხოვრეს, სადაც ჯერჯერობით კარიერის საუკეთესო წლები გაატარა.