ბათუმის “დინამოს” ახალი ტექნიკური სპონსორი ჰყავს

0
17

საფეხბურთო კლუბ ბათუმის “დინამოს” ახალი ტექნიკური სპონსორი ჰყავს. შავიზღვისპირელების შემოსვაზე იტალიური “მაკრონი” იზრუნებს, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპონსორიცაა.
მაკრონი 1971 წელს დაარსებული იტალიური ბრენდია. კომპანიის მიერ წარმოებული ეკიპირებით უეფას წევრი 7 ნაკრები ასპარეზობს. “მაკრონი” არაერთი ევროპული კლუბის ტექნიკური სპონსორია. მათ შორის არიან “ლაციო”, “ბოლონია”, “ვერონა”, “სამპდორია”, “უდინეზე”, “სტოკ სიტი”, “ბლექბერნ როვერსი”, “რეალ სოსიედადი”, “კადისი”. “მაკრონი” უეფას სამსაჯო ეკიპირების ოფიციალური სპონსორიც გახლავთ.