„ჩელსის“ მეექვსე შენაძენი ზამთარში

0
27

ლონდონის „ჩელსიმ“ პსვ-დან გარემარბო ნონი მადუეკე დაიმატა. ინგლისური მედიის ინფორმაციით, 20 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბთან კონტრაქტი 2031 წლის ივნისამდე გააფორმა.
„ჩელსიმ“ მის სანაცვლოდ ნიდერლანდურ კლუბს 35 მილიონი ევრო გადაუხადა. ახალგაზრდა ინგლისელი პსვ-ს აღზრდილია და პირველ გუნდში 2019 წელს დააწინაურა. მან ეინდჰოვენელთა პირველ გუნდში ყველა ტურნირში 80 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.
თუმცა, მადუეკე ტრავმის გამო გასული წლის ივლისიდან ოქტომბრამდე მოედანზე არ გასულა და ამ სეზონში ნიდერლანდურ გუნდში მხოლოდ 9 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც თავი 2-ჯერ გამოიჩინა.
მადუეკე ზამთრის სატრანსფერო სეზონში „ჩელსის“ მე-6 ახალწვეულია. მანამდე, ლონდონელებმა დავიდ ფოფანა, ანდრეი სანტოსი, ბენუა ბადიაშილი, ჟოაუ ფელიქსი და მიხაილო მუდრიკი დაიმატეს.