ნიკა ნინუა 2021 წლის 16 მაისის შემდეგ პაოკ-ის პირველი გუნდის განაცხადში პირველად მოხვდა.
საბერძნეთის თასის 1/4-ფინალში პაოკ-მა ათენის „პანათინაიკოსი“ მიიღო და 2:0 გაიმარჯვა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლები 53-ე წუთზე ტომასმა დააწინაურა, ხოლო 72-ე წუთზე ტაისონმა მეორე გოლი გაიტანა.
23 წლის ქართველმა ნახევარმცველმა, რომელიც თავის დროზე ძალიან პერსპექტიულად მიიჩნეოდა, ორი ტაიმი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
ნინუა პაოკ-ში 2020 წელს თბილისის „დინამოდან“ გადავიდა. მან პირველ გუნდში ჩატარებულ 12 მატჩში 2 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა. 2021-2022 წლების სეზონში ის კვიპროსის „ანორთოსისში“ გაანათხოვრეს, სადაც 3 შეხვედრა გამართა. მოგვიანებით ნინუა იჯარით „ლამიაში“ გაუშვეს, რომლის რიგებში 2-ჯერ ითამაშა.
„პანათინაიკოსთან“ მატჩამდე, ქართველი ნახევარმცველი მხოლოდ პაოკ-ის დუბლშემადგენლობაში თამაშობდა.
