მილანის „ინტერმა“ არსებობის მანძილზე იტალიის სუპერთასი მეშვიდედა მოიგო. საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადის მეფე ფაჰდის სახელობის სტადიონზე გამართულ 284 დერბი „დე ლა მადონონაში“ „ინტერმა“ თანაქალაქელ „მილანს“ 3:0 აჯობა.
სიმონე ინძაგის გაწვრთნილი გუნდი მე-10 წუთზე დიმარკომ დააწინაურა. 21-ე წუთზე ედინ ჯეკომ მეტოქის კარი მეორედ აიღო, ხოლო 77-ე წუთზე თავი ლაუტარო მარტინესმა გამოიჩინა.
„ინტერი“ იტალიის სუპერთასზე გამარჯვებათ რიცხვით „მილანს“ გაუტოლდა, ხოლო ამ გუნდებზე უფრო მეტჯერ ნახსენებ ჯილდოს მხოლოდ „იუვენტუსი“ ფლობს – 9-ჯერ.
ინძაგი სამწვრთნელო კარიერაში მე-6 ტიტული მოიგო. მან რომის „ლაციოსთან“ ერთად 2019 წელს იტალიის თასი აღმართა, ხოლო 2017 და 2019 წლებში – სუპერთასი.
46 წლის იტალიელმა სპეციალისტმა შარშან „ინტერს“ იტალიის თასზე გაამარჯვებინა, სუპერთასი კი ზედიზედ მეორედ მოაგებინა.
„ინტერმა“ ყველა ტურნირში ჩატარებული ბოლო 7 შეხვედრიდან 6 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. „მილანმა“ ბოლო 4 თამაშიდან არცერთი მოიგო – 2 გამარჯვება და 2 ფრე.




