ლუკა გაგნიძე: „დინამოს“ ჩემპიონობა და თასის მოგება სურს“

0
53

ლუკა გაგნიძის აზრით მოსკოვის „დინამოს“ რუსეთის პრემიერ ლიგის და თასის მოგება შეუძლია. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა ამის შესახებ sport-express.ru-სთან ინტერვიუში განაცხადა.
-სეზონის პირველი ნახევრიდან საუკეთესო მოგონება რა დაგრჩათ?
-საერთო ჯამში, პირველი ნახევარი კარგად ჩავატარე და ჯერჯერობით მე-4 ადგილზე ვართ. მართალია, ზოგიერთ მატჩში დავმარცხდით, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია. ჩვენ ჯერ კიდევ 15 მატჩი დაგვრჩა. ვნახოთ მომავალში რა იქნება.
-რუსეთის პრემიერ ლიგის ყველა წამყვან გუნდთან ითამაშეთ. ყველაზე მეტად რომელი გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ ემზადებით?
-მნიშვნელობა არ აქვს ვის წინააღმდეგ ვითამაშებთ, რადგან ყველა მეტოქესთან ერთნაირად ვემზადებით.
-სეზონის მეორე ნახევარში რა მიზანი გაქვთ?
-რა თქმა უნდა, ჩემპიონობა და თასის მოგება გვსურს. ეს შესაძლებელია. რუსეთში ყველაფერი შესაძლებელია.
-გუნდში ყველაზე მეტად ვისთან მეგობრობთ?
-ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. თუმცა, რადგან ახალგაზრდა ვარ, ყველაზე მეტად „დინამოს“ ახალგაზრდა მოთამაშეებთან ვურთიერთობ.