ქობულეთის “შუქურას” ხელმძღვანელებმა გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან რეზო გოცირიძე გაათავისუფლეს.
41 წლის სპეციალისტმა “შუქურა” გასული სეზონის წინ ჩაიბარა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გადაიყვანა.
გოცირიძე 2017 წლის ივლისიდან იმავე წლის დეკემბრამდე „საბურთალოს“ 19-წლამდელებს წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით საბურთალოელებმა უეფას ახალგაზრდული ლიგის, რომელსაც ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგასაც ეძახიან პირველი ეტაპი გადალახეს, რაც მანამდე და ვერც მერე ქართულმა გუნდმა ვერ მოახერხა.
გოცირიძე 2019 წლის ივნისიდან 2021 წლის აპრილამდე „თელავს“ ავარჯიშებდა და დიდი ხნის პაუზის შემდეგ კახური გუნდი ქართული ფეხბურთის ელიტაში დააბრუნა.
