მიუნხენის „ბაიერნმა“ მიონხენგლადბახის „ბორუსიადან“ მეკარე იან ზომერი შეიძინა, რასაც ბავარიული კლუბის პრესსამსახური იუწყება.
შვეიცარიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა. მისი ხელფასი წელიწადში 5 მილიონი ევრო იქნება.
ზომერის სანაცვლოდ „ბორუსია“ 8 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო კიდევ 1,5 მილიონი ევრო ბონუსის სახითაა გათვალისწინებული. გარდა ამისა, მიუნხენური კლუბი ბუნდესლიგაში გამარჯვების შემთხვევაში მიონხენგლადბახელებს დამატებით 1 მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო ჩემპიონთა ლიგისა და გერმანიის თასი მოგების შემთხვევაში – 250000-250000 ევროს.
შვეიცარიელმა მიმდინარე სეზონში „ბორუსიაში“ ჩატარებულ 15 მატჩში 189 გოლი გაუშვა და 4-ჯერ კარი „მშრალად“ შეინახა.





