გაგნიძე „დილაში“ გოლით დაბრუნდა

0
55

ნიკა გაგნიძემ გორის „დილაში“ დაბრუნების შემდეგ გოლი პირველივე ამხანაგურ მატჩში გაიტანა. უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილმა გუნდმა ზამთრის მოსამზადებე პერიოდში პირველი სპარინგი კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის თბილისის „სპაერთან“ ჩაატარა და 2:1 გაიმარჯვა. განვლილ შეხვედრაში გორელებიდან თავი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა გაგნიძემ და სენგალელმა ლეგიონერმა ონორე გომისმა გამოიჩინეს.
21 წლისს გაგნიძე მიმდინარე სეზონის წინ ერთი წლით თურქეთის „უმრანიესფორში“ გაანათხოვრეს, სადაც ჩემპიონატში 2 მატჩი შეცვლაზე ითამაშა, ხოლო თასზე ერთი შეხვედრა სასტარტოში ჩაატარა.

„დილამ“ ასეთი სასტარტო შემადგენლობით ითამაშა:
ბესკროვნი, ჩიტეიშვილი, თევზაძე, ძოწენიძე, უგრეხელიძე, ნიკა გაგნიძე, მახარობლიძე, გეგელაშვილი, გომისი, გაფრინდაშვილი, ცეცხლაძე.