კვარაცხელიამ შესაძლოა „სალერნიტანასთანაც“ ვერ ითამაშოს

0
31

ხვიჩა კვარაცხელიამ შესაძლოა იტალიი სერია A-ს მე-19 ტურში „სალერნიტანასთან“ მატჩი გამოტოვოს.
Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების გარემარბმა „ნაპოლის“ დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა. ის გაცივდა და ამიტომ, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე სახლში დარჩენა გადაწყვიტა.
მას ამ მიზეზის გამო იტალიის თასის 1/8-ფინალში შინ „კრემონეზესთან“ პენალტების სერიაში წაგებულ შეხვედრაში არ უთამაშია.
კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ზაფხულში ჩაირიცხა და იტალიელებთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკვშირებს. მან მიმდინარე სეზონში ნეაპოლელთა რიგებში ყველა ტურნირში ჩატარებულ 20 მატჩში 9 გოლი გაიტანა, 12 საგოლე პასი გააკეთა და 3 პენალტი გამოიმუშავა.