უგო ლორისმა საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებში კარიერა დაასრულა.
„დგება მომენტი, როდესაც ადგილი უფრო ახალგზარდებს უნდა დაუთმო. ვფიქრობ, გუნდი მზადაა ჩემს გარეშე გააგრძელოს და არის მეკარე, რომელიც ამ ადგილს დაიკავებს.
მეუღლესთან და ბავშვებთან უფრო მეტი დროის გატარების მოთხოვნა მაქვს. მსურს მე თვითონ წავიდე და არა მაშინ, როდესაც საჭირო აღარ ვიქნები“ – იუწყება ლორისის ნათქვამს ფრანგული გამოცემა L’Equipe.
36 წლის მეკარემ „სამფეროვანთა“ რიგებში 145 თამაში ჩაატარა, რაც რეკორდია. მან გუნდს 121-ჯერ უკაპიტნა, რაც ასევე საფრანგეთის ეროვნული გუნდის ისტორიაში საუკეთესო მიღწევაა.
მან 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 2021 წელს ერთა ლიგა. გარდა ამისა, ლორისი 2016 წელს ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლებს დაეუფლა, ხოლო 2022 წელს – მსოფლიო ჩემპიონატის.





