ბეილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

0
22

უელსის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა გარეთ ბეილმა კარეირა დაასრულა.
„დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე გამომეცხადებინა, რომ ამ მომენტიდან ჩემს კლუბსა და საერთაშორისო ფეხბურთს ვტოვებ. თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ, რადგან ჩემი ოცნება ავისრულე და სპორტის იმ სახეობას ვემსახურებოდი, რომელსაც ვაღმერთებ“ – დაწერა ბეილმა თავის ინსტაგრამის გვერდზე.
ის კარიერის განმავლობაში „საუთჰემტონში“, „ტოტენჰემში“, მადრიდის „რეალში“ და „ლოს ანჯელესში“ გამოდიოდა. მან საკლუბო დონეზე ყველა ტურნირში 553 მატჩი ჩაატარა და 185 გოლი გაიტანა. ბეილმა უელსის ნაკრებში 111-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 41-ჯერ აიღო. იგი ეროვნული გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. გარდა ამისა, ბეილი უელსელთა ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გატანილი პირველი გოლის ავტორია.
მან „რეალთან“ ერთად ესპანეთის ლა ლიგა 3-ჯერ, ესპანეთის თასი ერთხელ, ესპანეთის სუპერთასი ერთხელ, ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ, უეფას ევროპის სუპერთასი 3-ჯერ, ხოლო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 3-ჯერ მოიგო. უელსელი “ლოს ანჯელეს სიტისთან” ერთად MLS-ის ჩემპიონი გახდა.
ბეილი უელსის წლის საუკეთესო ფეხბურთელად 6-ჯერ დაასახელეს, რაც რეკორდია.