დიეგო სიმეონე მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას ზაფხულში დატოვებს. ამის შესახებ ჟურნალისტმა პაკო გარსია კარიდადმა El Chiringuito TV-ის ეთერში განაცხადა.
52 წლის არგენტინელმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ ესპანური კლუბის გენერალურ დირექტორი მიგელ ანხელ ხილს უკვე აცნობა.
სიმეონე მადრიდელებს 2011 წლიდან ავარჯიშებს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ესპანეთის ლა ლიგა 2-ჯერ, ხოლო ესპანეთის თასი, სუპერთასი, ევროპის ლიგა და უეფას ევროპის სუპერთასი თითოჯერ მოიგო. გარდა ამისა, მან გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2-ჯერ გაიყვანა და ორივეჯერ დამარცხდა.





