საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მარცხენა მცველი გიორგი ნავალოვსკი და მეკარე მიხეილ ალავიძე საფეხბურთო კლუბ ბათუმის “დინამოს” აკადემიაში იმუშავებენ.
ორივე მაათგანი ბოლო სეზონები ბათუმელთა ღირსებას იცავდნენ და გასული სეზონის დამთავრების შემდეგ, კარიერა დაასრულეს.
“გიორგი ნავალოვსკი და მიხეილ ალავიძე საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ საქმიანობას ისევ ჩვენს კლუბში გააგრძელებენ და დინამო ბათუმის საფეხბურთო აკადემიის განვითარებაზე იზრუნებენ” – იუწყება ბათუმელთა პრესსამსახური.





