აბურჯანია წლის პირველი შეხვედრაში დამარცხდა

0
14

„ჟილ ვისენტემ“, რომლის ღირსებას გიორგი აბურჯანია იცავს მიმდინარე წელს პორტუგალიის პრეიმეირა ლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა და გასვლაზე „ბოავიშტასთან“ მინიმალური ანგარიშით წააგო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ამ სეზონში სასტარტო შემადგენლობაში მეოთხედ მოხვდა და 71-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებმა ერთადერთი გოლი 31-ე წუთზე გაიტანეს და მისი ავტორი ნჯიე აღმოჩნდა. აბურჯანია პორტუგალიაში მეორე სეზონს ატარებს და 10 შეხვედრაში გოოლი არ გაუტანია. „ჟილ ვისენტე“ 12 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა.
საბერძნეთის სუპერლიგის მე-17 ტურში „პანაიტოლიკოსმა“ შინ ოფი-სთან 0:4 წააგო. საქართველოს ეროვნული გუნდის გარემარბი ლევან შენგელია მასპინძლების სასტარტოში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს. „პანაიტოლიკოსი“ 19 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 პოზიციაზეა.