ლოჩოშვილის ზედიზედ მეორე წაგება ახალ წელს

0
18
VERONA, ITALY - JANUARY 09: Yayah Kallon of Hellas Verona FC competes for the ball with Luka Lochoshvili of US Cremonese during the Serie A match between Hellas Verona and US Cremonese at Stadio Marcantonio Bentegodi on January 09, 2023 in Verona, Italy. (Photo by Emmanuele Ciancaglini/Getty Images)

„კრემონეზემ“, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის, 2023 წელს ზედიზედ მეორე თამაში წააგო.
ამჯერად, კრემონელები მათ მსგავსად სერია A-ში დარჩენისთვის მებრძოლ „ვერონას“ სტუმრად შეხვდნენ და 2 უპასუხო ბურთი გაუშვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 73-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ათ წუთში შეცვალეს.
„ვერონამ“ ანგარიში მე-9 წუთზე ლაზოვიჩის დარტყმის შემდეგ გახსნა, რომელმაც 26-ე წუთზე დუბლი შეასრულა.
„კრემონეზეს“ მიმდინარე სეზონში თამაში არ მოუგია და 7 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა.