აპოელმა, სადაც სამი ქართველი ფეხბურთელი გამოდის, კვიპროსის ჩემპიონატში ლიდერობა დაკარგა.
მე-18 ტურში ნიქოზიელები სტუმრად აელ-ს შეხვდნენ და მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ. მასპინძლებიდენ ერთადერთ გოლი მაკრისმა 55-ე წუთზე გაიტანა.
აპოელში ქართველი ლეგიონერებიდან მხოლოდ გიორგი ქვილითაიამ ითამაშა, რომელმაც გუნდს შეუცვლელად უკაპიტნა. მცველი ლაშა დვალი და ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი განაცხადში კი იყვნენ, მაგრამ თამაშში არ ჩართულან.
აპოელი 40 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა და ლიდერ აეკ-ს ქულით ჩამორჩება.
“ანკარაგუჯუმ” თურქეთის სუპერლიგის მე-18 ტურში “ქაისერისფორი” მიიღო და 2:1 გაიმარჯვა. მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი ბერიძე იყო, რომელიც ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე შეცვალეს. “ანკარაგუჯუ” 19 ქულით 19-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.





