დოლბერგი ბუნდესლიგაში ითამაშებს

0
24

დანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ფორვარდი კასპერ დოლბერგი გერმანიის ბუნდესლიგაში ითამაშებს. ფრანგულმა „ნიცამ“ 25 წლის ფეხბურთელი „ჰოფენჰაიმში“ გაანათხოვრა. მან მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი იჯარით ესპანეთის „სევილიაში“ გაატარა, სადაც ყველა ტურნირში ჩატარებულ 8 მატჩში ერთი საგოლე პასი გააკეთა.
„ნიცამ“ დოლბერგი 2019 წლის 29 აგვისტოს ამსტერდამის „აიაქსიდან“ 20,5 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ დანიელმა გაცემული ავანსი ვერ გაამართლა. მან ფრანგულ გუნდში ყველა ტურნირში 85-ჯერ ითამაშა და 24 გოლი გაიტანა.
დოლბერგმა კატარში გამართულ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატში დანიის ნაკრების შემადგენლობაში ჯგუფური ეტაპის სამივ შეხვედრაში ითამაშა. შეგახსენებთ, რომ სკანდინავიელები ჯგუფში ჩარჩნენ.