არჩილ ბერიძე: “2023 წელი “დინამო” ბათუმისთვის განსაკუთრებულ წლად უნდა ვაქციოთ”

0
47

არჩილ ბერიძის განცხადებით მომავალი წელი ბათუმის “დინამოსთვის” განსაკუთრებულ წლად უნდა იქცეს. ბათუმელთა პრეზიდენტის განცხადება კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა:
“ძვირფასო გულშემატკივრებო, გილოცავთ ახალ 2023 წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ოცნებების ასრულებას და მშვიდობიან ლურჯ- თეთრ ცას.
2023 წელი დინამო ბათუმისთვის განსაკუთრებულ წლად უნდა ვაქციოთ რადგან ჩვენი კლუბი დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ჩემთვის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა ვიყო ამ კლუბის ნაწილი, ვეხებოდე მის ისტორიას და ვზრუნავდე მის ღირსეულ განვითარებაზე.
დინამო ბათუმის საუკონოვანი ისტორია მხოლოდ სიყვარულს და ურყევ მხარდაჭერას ეფუძნება. მსურს ქედი მოვიხარო იმ ადამიანების წინაშე ვინც წარსულში ძალისხმევას არ იშურებდა დინამოს წარმატებისთვის.
ჩვენი ვალია ახალი ისტორია ღირსეულად ვწეროთ, გულშემატკივარს ბევრი საამაყო წუთი და ამაღლებული ემოციები ვაჩუქოთ. გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს, მადლობა ერთგულებისთვის”.