თბილისის “ვიტ ჯორჯიას”, რომელმაც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნა, ისევ თენგიზ კობიაშვილი გაწვრთნის. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
47 წლის კობიაშვილი თბილისელებს 2015-2017 წლებში ავარჯიშებდა. შემდეგ ის ქობულეთის „შუქურაში“ (2018-2019), საგარეჯოს „გარეჯში“ (2021) და დუშეთის „არაგვში“ (2022) მუშაობდა.
ფეხბურთელობისას ამპლუით ცენტრალური მცველი კობიაშვილი “ვიტ ჯორჯიაში” 1999-2007 წლებში თამაშობდა და 2004 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა.




