წყალტუბოს „სამგურალის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭელიძე იქნება. ის გიორგი მიქაძეს შეცვლის, რომელთან კლუბმა კონტრაქტი გაწყვიტა.
37 წლის ჭელიძე 8 ნოემბრიდან ბოლნისის „სიონს“ ავარჯიშებდა, მაგრამ გუნდი კრისტალბეთ ეროვნული ლიგიდან გავარდნისგან ვერ გადაარჩინა.
მან განვლილი სეზონი “თელავის” თავკაცის რანგში დაიწყო, მაგრამ 11 ივნისს თანამდებობა დატოვა. ის სამწვრთნელი კარიერის განმავლობაში ასევე თბილისის „შევარდენს“, ტყიბულის „მეშახტეს“, ქობულეთის „შუქურას“ და „საბურთალო 2“-ს ავარჯიშებდა. “თელავში” დანიშვნამდე ჭელიძე ქუთაისის “ტორპედოს” სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო.





