„ატლეტიკომ“ ფორვარდი „ვულვზში“ გაყიდა

0
51

„ვულვზმა“ მადრიდის „ატლეტიკოდან“ თავდამსხმელი მატეუს კუნია დაიმატა. ამის შესახება ინგლისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ განაცხადა.
„ახლა ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ მატეუს კუნიას ჩვენი გუნდის ახალი ფეხბურთელი გახდა. მისი გადასვლა ჩვენთვის საუცხოო გარიგებაა. დარწმუნებული ვარ, რომ კუნია საკუთარ თავს ახლაც გამოავლენს და მომავალშიც. მატეუსი პრემიერ ლიგას იდეალურად მიესადაგება“ – იუწყება ლოპეტეგის ნათქვამს იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
23 წლის კუნია „ატლეტიკოში“ 2021 წლის ზაფხულში ბერლინის „ჰერტადან“ გადავიდა. მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 17 მატჩში 2 შედეგიანი პასი გააკეთა.