ვოლკოვის მესამე გოლი აზერბაიჯანის ჩემპიონატში

0
37

დავით ვოლკოვმა მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში თავისი მესამე გოლი გაიტანა.
მე-18 ტურში „საბაჰმა“, სადაც საქართველოს ნაკრების ფორვარდი გამოდის სტუმრად „სუმგაითი“ 6:0 დაამარცხა. ვოლკოვი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 4:0 იგებდა.
ის 86-ე წუთზე თანაგუნდელის პასის შემდეგ მეტოქესთან პირისპირ დარჩა და თავს ზემოთ გადაუგდო ბურთი. მან ამ სეზონში „საბაჰის“ შემადგენლობაში 17-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.
„საბაჰი“ 43 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა.